მთავარიპოლიტიკა

”დაუშვებელია ალიევის ასეთი განცხადება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების შესახებ”. ტათევიკ ჰაირაპეტიანი

დაუშვებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე ამბიციების შესახებ. ასეთი აზრი გამოთქვა ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა ტათევიკ ჰაირაპეტიანმა ეროვნული კრების საგანგებო სხდომის დროს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ თქვა, რომ ამჟამად აქტიურად მუშაობს ზანგეზურის დერეფნის საკითხზე. მისივე თქმით, ახლა “აზერბაიჯანული ზანგეზური” შეასრულებს თურქული სამყაროს გაერთიანების როლს, რადგან მასზე გამავალი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული პროექტები გააერთიანებს მთელ თურქულ სამყაროს.

”კიდევ ერთხელ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წარადგინა ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ. ერთი მხრივ, აზერბაიჯანული მხარე საუბრობს მშვიდობაზე, შესაძლო თანაარსებობაზე, მეორე მხრივ, ის აკეთებს პროვოკაციულ და დაუშვებელ განცხადებებს”, – აღნიშნა ჰაირაპეტიანმა.

იგი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში საპარლამენტო დიპლომატიაში ჩართულმა დეპუტატებმა აცნობონ საერთაშორისო პარტნიორებს ალიევის განცხადებების შესახებ. დეპუტატის თქმით, ისინი არა მხოლოდ ეწინააღმდეგებიან სამმხრივ განცხადებას, არამედ პრობლემებს უქმნიან რეგიონში “გრძელვადიანი” მშვიდობის დამყარებას.

ჰაირაპეტიანმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ალიევის განცხადებები შესაბამის გამოხმაურებას ჰპოვებს საერთაშორისო პარტნიორების მხრივ.

ნახეთ მეტი
Back to top button