ეკონომიკამთავარი

კუვეიტელი ბიზნესმენი არმავირში ორ წელიწადში 350 000 ნუშის ხეს დარგავს

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა დაათვალიერა არმავირის რეგიონში მდებარე შპს ,,ალ-აბდალიაჰ გრუფ“-ის მეგა-სასოფლო-სამეურნეო კომპლექსი. 2021-2022 წლებში კომპლექსის 1100 ჰექტარზე 350 ათასი ნუშის ხე დაირგვება. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

ინვესტიციების მოცულობა 30 მილიონი დოლარია, ინვესტორი  კუვეიტელი ბიზნესმენი ახალიფა ალ-ფადალაა.

ვაჰან ქერობიანმა დაათვალიერა კომპლექსის ტერიტორია, გაეცნო განხორციელებულ სამუშაოებს.

”სწრაფად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ერთი თვის შემდეგ დაირგვება პირველი 55,000 ხე”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button