მთავარიპოლიტიკა

მთავრობაში შედგა სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრა

ერევანში შედგა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანსა და რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკს შორის. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.

”შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს არცახის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სფეროებში”, – ნათქვამია განცხადებაში .

აღინიშნა, რომ ასევე განიხილეს პრემიერ მინისტრის მოადგილეებისთანათავმჯდომარეობით  სამმხრივი სამუშაო ჯგუფის და  ექსპერტთა ჯგუფების მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ნიკოლ ფაშინიანს, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, გამოცხადდა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობენ სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები.

ასევე შეიქმნა საექსპერტო ქვეჯგუფები სარკინიგზო, საავტომობილო და კომბინირებულ გადაზიდვებზე, სატრანსპორტო უსაფრთხოების, სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარული, ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და სხვა სახის კონტროლის ჩათვლით.

ნახეთ მეტი
Back to top button