
მეორე მოსმენით სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ სრულად მიიღო კანონპროექტი საკონსტიტუციო კანონში “სომხეთის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სარეიტინგო სიების ამოღებას, არჩევნების მარტივი პროპორციული სისტემით ჩატარებას. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, კანონპროექტმა 82 ხმა მიიღო.
ამრიგად, პროექტი ითვალისწინებს სარეიტინგო სიების ამოღებას. ამ ცვლილების შემდეგ, მოქალაქე საარჩევნო უბანზე ხმას მისცემს მხოლოდ პოლიტიკურ ძალას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ბილეტენებისაგან აირჩევს ერთ ბიულეტენს, რაიმეს აღნიშვნის გარეშე ჩანიშვნის გაკეთების გარეშე, ჩადებს კონვერტში და ჩააგდებს საარჩევნო ყუთში.
მანამდეც არსებობდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ სარეიტინგო სისტემების, ანუ სარეიტინგო სიების კომბინაციით.
მთავრობა ირწმუნება, რომ ეს ცვლილება არჩევნების პროცესს მხოლოდ ამარტივებს.
ეროვნულ ასამბლეაში პროექტის მიღების შემდეგ, მას ხელი უნდა მოაწეროს რესპუბლიკის პრეზიდენტმა.