საერთაშორისო

აზერბაიჯანი ლიდერობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოლიტიკური რეპრესიების თვალსაზრისით

აზერბაიჯანი ლიდერობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოლიტიკური რეპრესიების თვალსაზრისით.

როგორც  Turan-ი გვაცნობებს, ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიურ მოხსენებაში.

2020 წლის ბოლოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავდა 12 ასეთ საქმეს, მათ შორის  ექვსს  აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ორს – რუსეთისა და უკრაინის წინააღმდეგ, და თითო – თითოს საქართველოსა და თურქეთის წინააღმდეგ. ამავე დროს, 2020 წელს, აზერბაიჯანში ორ შემთხვევაში, ილგარ მამედოვისა  და რასულ ჯაფაროვის საქმეებით, მთავრობამ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გადაწყვეტილებები, ხოლო სხვა შემთხვევებში განმცხადებლების უფლებები არ აღდგენილა.

კერძოდ, ეს არის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა “მამედლის ჯგუფის” შესახებ (უფლებადამცველები ანარ მამედლი, ინტიგამ ალიევი, ხადიჯა ისმაილოვა, მოძრაობა   „ნიდას“   აქტივისტები ზაურ გურბანლი, რაშად ჰასანოვი, რაშადატ ახუნდოვი, უზეირ მამედლი,  ბაირამ მამედოვი, გიას იბრაჰიმოვი  და  პარტია „ რესპუბლიკელთა ალტერნატივა“ საბჭოს წევრი  ნათიგ ჯაფარლი).

2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანი 235 საქმის გადაწყვეტილების შესრულებას ელოდა, რაც 24% -ით მეტია, ვიდრე 2019 წელს (189).

ამავდროულად, აზერბაიჯანში 2020 წელს 6 საქმე დაიხურა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს (16).

2020 წელს ევროპული სასამართლოს მიერ აზერბაიჯანისთვის დაწესებულმა “სამართლიანმა კომპენსაციამ”  803 726 ევრო შეადგინა, ხოლო 2019 წელს ეს თანხა 707 010 ევრო იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button