მთავარიპოლიტიკა

ალიევი ანტისომხურ განწყობებს ქმნის სხვა მუსულმანურ ქვეყნებშიც – არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

არცახის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტის  თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე გამოსვლასთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის   თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე გაკეთებული განცხადება საკმაოდ შემაშფოთებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი განაგრძობს ანტისომხური  განწყობების შექმნას   არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ თურქულენოვანი და მუსულმანური ქვეყნების საზოგადოებებშიც. აზერბაიჯანის ლიდერი განზრახ მატებს ეთნიკურ-რელიგიურ ელფერს აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტს და ცდილობს თურქულ-მუსლიმანური სამყარო გააერთიანოს არცახის წინააღმდეგ

ალიევს   აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტი   მიზანმიმართულად   პანთურქიზმისა და პანისლამიზმის დონეზე, რითაც ექსტრემიზმის ელემენტებს უმატებს ამ იდეოლოგიებს.

ამ კონტექსტში, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საერთაშორისო ტერორისტების კრიმინალური სამთაკავშირს   პირველი სერიოზული გეოპოლიტიკური განცხადება  იყო არცახის  რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური სამხედრო აგრესია, რომელიც მოხდა 2020 წლის 27 სექტემბერს. ამას მოსდევს ექსპანსიონისტური მისწრაფებები სომხეთის რესპუბლიკის, განსაკუთრებით სიუნიქის სხვადასხვა ტერიტორიებისკენ.

„საერთაშორისო  საზოგადოების მხრივ  ადეკვატური გამოხმაურების  არარსებობის შემთხვევაში, მსგავსი ქმედებები, რა თქმა უნდა, განხორციელდება სხვა რეგიონებშიც, რასაც გლობალური უსაფრთხოებისთვის არაპროგნოზირებადი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button