რომის პაპმა ფრენციკოსმა აღდგომის დღესთან დაკავშირებით მიმართა „ქალქსა და მსოფლიოს“ (Urbi et orbi), სადაც ის შეეხო კონფლიქტების მოგვარებას, რეგიონალურ დაძაბულობას, მილიტარიზმს და ეპიდემიას, მოწყვლადი ჯგუფების, სოციალურ დაცვასა და ახალგაზრდობას.
როგორც “არმენპრესი” იტყობინება, თავის გზავნილში პაპმა ტყვეების საკითხზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა. „დაე, მან (ღმერთმა) ინებოს ომში დატყვევებულების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინასა და მთიან ყარაბაღში, უსაფრთხოდ დაბრუნება თავიანთ ოჯახებში და ღმერთმა კეთილი მოჰფინოს მსოფლიოს ლიდერებს, რათა მათმა შეძლონ წინ აღუდგნენ გამალებულ მილიტარიზაციას“, – ნათქვამია გზავნილში.