მთავარიპოლიტიკა

რუსეთის ელჩი სომხეთში ყარაბაღში “ისკანდერის” გამოყენების შესახებ – ბრალდება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს

სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს ბაქოში რუსული “ისკანდერის” ნამსხვრევების  გამოფენასთან დაკავშირებით.

კომენტარი გააკეთა რა კითხვაზე, აწუხებს თუ არა მოსკოვს აზერბაიჯანულ პრესაში გაჟღერებული ფარული ბრალდებები იმის  გამო, რომ “ისკანდერი” სავარაუდოდ გაშვებული იქნა  რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან. როგორც ელჩმა თქვა „ბრალდებები შეიძლება სხვადასხვაგვარი  იყოს. ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური წრეები, სხვადასხვა მოღვაწეები გამოხატავენ ამა თუ იმ ვარაუდს, ამა თუ იმ ბრალდებას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არსებობს ოფიციალური პოზიცია, რომელიც საკმაოდ მკაფიოა და რომლის მიხედვითაც უნდა მოვახდინოთ ორიენტირება“.

მანამდე აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის განაღმვითი სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაქოში  საჩვენებლად გამოიტანეს   რაკეტა  „ისკანდერის“ ფრაგმენტები სს „აზერლენდშაფტის“   ტერიტორიაზე.

ნამსხვრევები ნაპოვნია შუშიში 15 მარტს, ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გაწმენდის სამუსაოებისას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მისთვის უცნობია თავდაცვის სამინისტროდან წარედგინა  თუ არა  მოხსენება სახელმწიფოს მეთაურს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში იპოვნეს რაკეტა „ისკანდერის“  ნამსხვრევები.

„არა, რამდენადაც მესმის, ეს ახალი ინფორმაციაა”, – თქვა მან.  ”მე არ ვიცი, ამის შესახებ შეიტყვეს თუ არა სამხედროებმა, არის თუ არა რაიმე დეტალური ინფორმაცია ჩვენი სამხედროებისთვის?” ”რა თქმა უნდა, ეს უფრო მათ ეხებათ”, – თქვა მან.

ამავე დროს, პესკოვმა შეახსენა, რომ “ისკანდერის” რაკეტები არ გამოყენებულა  მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების დროს, 2020 წლის შემოდგომაზე. ”ეს (არგამოყენება) დადასტურებულია”, – თქვა მან.   მან დასძინა, რომ კრემლს   “არ აქვს ინფორმაცია” იმ ფრაგმენტების ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ აზერბაიჯანულმა მხარემ იპოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button