პოლიტიკა

რუსეთი ყოველთვის მზად არის იდგეს სომეხი ხალხის გვერდით – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გაზეთ Novoye Vremya- სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობა ნამდვილად მოკავშირული  გახდა და ხასიათდება პოლიტიკური დიალოგის მაღალი ინტენსივობით.

”რუსეთის ფედერაციის აქტიური შუამდგომლური  ძალისხმევისა  და  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უშუალო მონაწილეობით შესაძლებელი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44-დღიანი ომის დასრულება. დღეს რუსი სამშვიდობოები რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი არიან. რუსეთმა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი გამოყო ჰუმანიტარული მისიით  ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად”, – თქვა რუდენკომ.

„ რუსეთი ყოველთვის მზად არის სომეხი ხალხის გვერდით იდგეს“,    -დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button