მთავარისაზოგადოება
“სომხეთის ნამდვილი მეგობარი”. სოლოვიოვმა სომეხებს სომხურად მიულოცა აღდგომა

ცნობილმა რუსმა წამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევრებს იესო ქრისტეს სასწაულებრივი აღდგომა მიულოცა სომხურ ენაზე.
”ქრისტე მკვდრეთით აღდგა”, – წერს სოლოვიოვი.
მან ასევე გამოაქვეყნა სომხური ტრადიციული კერძები, რომლებიც სააღდგომო სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს.
წამყვანის სომეხმა მიმდევრებმა მადლობა გადაუხადეს მილოცვისთვის და მას უწოდეს “სომხეთის ნამდვილი მეგობარი”.
“ნეტარ არს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა”, “დიდი მადლობა, სომხეთის ჭეშმარიტო მეგობარო”, “გილოცავთ აღდგომას, მშვიდობიანად იცხოვრეთ” – წერდნენ ისინი.