მთავარიპოლიტიკა

სომხეთის სახალხო დამცველმა ფაქტებით წარმოადგინა აზერბაიჯანული მხარის ფაშისტური გამოხატულებები

ფაშიზმი ადამიანის უფლებების დარღვევის, რეპრესიებისა და სისასტიკის სათავეა. ასეთი პოსტი Facebook- ის საკუთარ გვერდზე გააკეთა სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა, რომელიც შეეხო  აზერბაიჯანული მხარის განცხადებებს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა,  რომ სომხები  არცახსა  და სომხეთში  აღვივებენ ფაშიზმს.  ნუთუ მართლა?  აზერბაიჯანის  შეიარაღებული ძალები არცახში  ამ ომის შემდეგ და მანამდეც  აშკარად ანადგურებდნენ  და ბილწავდნენ იმ სომეხი მარშლებისა  და გენერლების ძეგლებს, რომლებიც დიდ სამამულო ომში გმირულად იბრძოდნენ ფაშიზმისა და ნაციზმის წინააღმდეგ”, – წერს თათოიანი .

მან ჩამოთვალა სომეხი მარშალები და გენერლები, რომლებიც ფაშიზმისა და ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ჩვენ წარმოგიდგენთ მათ ჩამონათვალს:

მარშალი ოვანეს  ბაღრამიანი – სსრკ ორგზის  გმირი, სსრკ მარშალი, დაბადებული სოფ. ჩარდახლუ, განძა.

მარშალი ჰამაზასპ ბაბაჯანიანი – სსრკ გმირი, ჯავშანსატანკო ძალების მთავარი მარშალი, დაიბადა განძაკის სოფელ ჩარდახლუში.

ნელსონ სტეპანიანი – სსრკ ორგზის  გმირი, ლენინგრადის ერთ-ერთი დამცველი, მფრინავი, შუშში დაბადებული.

არმენაკ ხანპერიანცი (სერგეი ხუდიაკოვი) სსრკ საავიაციო მარშალი, დაბადებული მეწ თაღერში, ჰადრუთი.

სერგეი სარდაროვი – სსრკ ავიაციის გენერალური პოლკოვნიკი, დაბადებული  შუშში.

ოვანეს ისაკოვი – სსრკ საზღვაო ძალების ადმირალი სსრკ გმირი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, დაბადებული ყარსის სოფელ ჰაჯიკენდში.

ოვანეს (ივან) თევოიანი , სსრკ მეტალურგიის სახალხო კომისარი ომის დროს, შემდეგ კი მინისტრი, სოციალისტური შრომის გმირი, დაბადებული შუშში.

ნახეთ მეტი
Back to top button