მთავარისაზოგადოება

სომხეთი გამოეთხოვა კომანდოსს

სპორტისა და საკონცერტო კომპლექსის ფოიეში გაიმართა არცახის გმირის,  გენერალ-მაიორ არკადი-ტერ-ტაჯოსიანის გამოთხოვების ცერემონია.  გმირს პატივი მიაგეს და უკანასკნელ გზაზე გააცილეს  მეგობრებმა, ნათესავებმა და უბრალოდ მოქალაქეებმა.

”როდესაც ვამბობთ „კომანდოსს“  წარმოვიდგენთ შუშის,  ეს იყო შუშის სიმბოლო, დღეს ორივე აღარ არის”.  ამბობს  რაზმის “სასუნცი დავითი”   დამფუძნებელი ჰამლეტ ჰოვსეფიანი, გულმა ვერ გაუძლო ამ კატასტროფას. ეს იყო გამარჯვება, რომელიც  90-იან წლებში მოვიპოვეთ, ერი იმ დღეებში გაერთიანდა“.

გმირს  მეტსახელად სახელად „კომანდოსი“ შეარქვა  მისმა თანამებრძოლმა, პოლკოვნიკმა არა მურადიანმა, რომელსაც  იგი 1991 წელს შეხვდა არცახში. ის იყო ლიდერი, რომლის ბრძანებითაც  ისინი სამხედრო ოპერაციებზე მიდიოდნენ. სანამ კომანდოსი  გახდებოდა, მას უწოდებდნენ  მეთაურს, უფროსს, მოჭადრაკეს ან უბრალოდ გვარით მიმართავდნენ.

„ლეგენდები უკვდავნი არიან, კომანდოსიც მათ რიგებს შეუერთდა“,  – ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი.

გასულ წელს ლეგენდარული მეთაური საზოგადოებრივ რადიოში მასპინძლობდა. ჩემმა კოლეგამ, ალისა გორგიანმა მკითხა, შეიძლება თუ არა გმირების ამოცნობა მშვიდობიან პირობებში. კომანდოსმა უპასუხა ”ჩვენ მათ არ ვიცნობთ, რადგან გმირები თავიანთ დროს ელიან. ახლა თქვენ წახვალთ იერაბლურში და ნახავთ ლეონიდ აზგალდიანს ვინ იყო ის? ვინ იყო იურა ჰოვანისიანი? მეცნიერები, რომლებსაც სამშობლო აკავშირებდა ”.

დღეს ლეგენდარული მეთაურის ცხედარი დავითაშენის საოჯახო  სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს უყო გმირის უკანასკნელი სურვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button