მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანელი დეპუტატები უკიდურეს შეურაცხყოფასა და სიძულვილს ავრცელებენ სომხეთის სახალხო დამცველის მიმართ

აზერბაიჯანელი დეპუტატები ავრცელებენ უკიდურეს შეურაცხყოფას და სიძულვილს სომხეთის ომბუდსმენის მიმართ, რაც დაკავშირებული  ომბუნდსმენდის მიერ საზღვრისპირა მოსახლეობის უფლებების დაცვასთან. ამის შესახებ სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სომხეთის ომბუდსმენი არმან თათოიანი უვიცი, ზედმეტად თავხედი სუბიექტია”, – ამბობს აზერბაიჯანელი  დეპუტატი  ომბუდსმენის განცხადებებზე სომხეთის საზღვრის მცხოვრებთა უფლებების შესახებ.

„დროდადრო, ვარდება რა სრულ ისტერიკაში  ის ისეთ მოთხოვნებს აყენებს,  რომლებზეც ნორმალური ადამიანი არც კი იფიქრებს. (․․․․) ეს ყველაფერი მოწმობს მანიაკალური შიზოფრენიის აშკარა ნიშნებზე, მის მანიაკალურ ქცევაზე“,  – თქვა სხვა აზერბაიჯანელმა მოღვაწემ სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის შესახებ.

აზერბაიჯანული გამოცემების თანახმად;  „ა. თათოიანი მეტად გადაჭარბებული სიბეჯითით მიმოიხილავს ტყვეთა თემას, რაც აღიზიანებს მის  უცხოელ კოლეგებს, პარლამენტარებსა  და მედიას”. აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსებმა დეტალურად გაანალიზეს არმან თათოიანის ბიოგრაფია, განათლება და სამუშაო ბიოგრაფია შეერთებულ შტატებში, აშკარად დაამახინჯეს ყველაფერი და მათ სასარგებლოდ გააკეთეს შეურაცხმყოფელი დასკვნები.

„ცუდი არ იქნება, თუ სომხეთის ხელისუფლება ყურადღებას  მიაქცევს ამ (…) განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სამმხრივ შეთანხმებებს”, – განაგრძობენ აზერბაიჯანელი პოლიტიკოსებისა და პრესის განცხადებებს სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის შესახებ.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოიანი აცხადებს, რომ მიუხედავად შეურაცხყოფისა და სიძულვილის გამომხატველი  კამპანიებისა, იგი გააგრძელებს სომხეთის მოქალაქეების უფლებებისა და სომხეთის საზღვრისპირა მცხოვრებთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა დააფიქსირა აზერბაიჯანელი პოლიტიკური და სხვა მოღვაწეების  მხრიდან პრესაში შეურაცხყოფისა და სიძულვილის გამოხატულებანი  დამცველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წარდგენის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button