ეკონომიკა

აზერბაიჯანული SOCAR-ი 15 აპრილამდე საქართველოში დაახლოებით 150 მილიონ კუბური მეტრ რუსულ აირს გადაიტანს

„გაზპრომ ექსპორტ“-თან, მოკლევადიანი ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) საქართველოში 150 მილიონ კუბურ მეტრამდე რუსული აირის ტრანსპორტირებას მოახდენს. ამის შესახებ RIA Novosti- ს კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ აჰმედოვმა განუცხადა.

„გაზპრომ ექსპორტ“-მა 17 მარტს გამოაცხადა, რომ მან SOCAR- თან გააფორმა მოკლევადიანი კონტრაქტი რუსული გაზის ტრანსპორტირების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მას სომეხი მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება განაგრძოს ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის გეგმური შეკეთების დროს.

აღინიშნა, რომ სარემონტო სამუშაოები შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. მათი დასრულების შემდეგ, გაზი ტრანსპორტირება გაგრძელდება ძველი მარშრუტით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გავლით.

ნახეთ მეტი
Back to top button