მთავარიპოლიტიკა

ბაქო და ანკარა ცდილობენ ერთდროულად რამდენიმე კურდღლის მოკვლას “ისკანდერის” ეპოპეათი

აზერბაიჯანში კვლავ ვრცელდება 2020 წლის ომის დროს “ისკანდერების” გამოყენების იდეა.

იდეა გამოცოცხლდა მარტის ბოლოს, როდესაც აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ მან შუშში იპოვა ,,ისკანდერის“ ფრაგმენტები. აღმოჩენის გეოგრაფიული კოორდინატებია 39°45’38.10″N  46°44’33.90″E და 39°45’27.80″N46°45’25.80″ E. ამავე დროს, როგორც ბაქოში აცხადებენ, საქმე ეხება “მ” და არა “ე” მოდიფიკაციას და ისინი შორს მიმავალ დასკვნებს აკეთებენ.

ჯერ კიდევ თებერვალში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს “ისკანდერების” გამოყენება არ დაუფიქსირებია.

ამასთან, აშკარაა, რომ აზერბაიჯანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ იდეის გავრცელება მას დივიდენდებს მოუტანს.

აზერბაიჯანულმა მედიამ გამოაქვეყნა  რუსეთის ვიცე პრემიერ მინისტრის ალფრედ კოხის წარსულში გამოთქმული მოსაზრება, რომელმაც თქვა, რომ ”სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა არ იცრუა, როდესაც თქვა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ისკანდერის ტაქტიკური რაკეტები გამოიყენეს”. ეს განცხადება აჩვენებს კოხის არაკომპეტენტურობას, რომელიც ერთმანეთისგან არ განასხვავებს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.

გამოქვეყნების მნიშვნელობა: ან რუსეთი აწვდის კონტრაბანდულ იარაღს სომხეთს, ან რუსული იარაღი მწყობრიდან გამოსულია. ორივე შემთხვევაში მოსკოვისთვის თავლაფის დასხმაა. კრემლი უარყოფს “ისკანდერების” გამოყენებას. სოციალური მედიის მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ეს არის თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის პროვოცირების მცდელობა, სირიაში გამოყენებული ახალი “ფრაგმენტების” გამოქვეყნებით.

ბოლო ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება. არანაკლებ ლაპარაკობენ გიუმრიში მდებარე 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან “ისკანდერების” შესაძლო გამოყენებაზე.

აშკარაა, რომ ამ ეპოპეის საშუალებით აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლება ერთდროულად რამდენიმე კურდღლის მოკლას ცდილობს. თუ პირველ შემთხვევაში ისინი ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ ტყვეთა დაბრუნების საკითხიდან, მეორე შემთხვევაში მიზანია მოსკოვის შანტაჟი, რეგიონში მისი რეპუტაციის შელახვისთვის და საბოლოოდ მოითხოვონ რუსი სამშვიდობოების და ბაზის გაყვანა.

ნახეთ მეტი
Back to top button