მთავარისაზოგადოება
დადასტურდა კორონავირუსის 760 ახალი შემთხვევა, 712 ადამიანი გამოჯანმრთელდა
,,Armradio.am” წერს, რომ 6 აპრილის 11:00 საათისთვის დადასტურდა კორონავირუსული დაავადების 197873 შემთხვევა, რომელთაგან 177601 – გამოჯანმრთელდა, 3627 – სიკვდილით დასრულდა. ამჟამად კორონავირუსზე მკურნალობს 15,713 პაციენტი. სულ ჩატარდა 880290 ტესტი.
ამრიგად, გუშინ ჩატარდა 3470 ტესტი, საიდანაც დადასტურდა კორონავირუსის 760 ახალი შემთხვევა. ჩვენ გვაქვს 712 გამოჯანმრთელების და 13 გარდაცვალების შემთხვევა.
წინა დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების 9 შემთხვევა, როდესაც პაციენტებს კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ, მაგრამ სიკვდილი სხვა დაავადების გამო მოხდა. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 932.