
ვფიქრობ, რომ თითოეული სახელმწიფო თანამდებობის პირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა ყველაფერი გააკეთოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად, ერთდროულად ეროვნული თვითმყოფადობის და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებით. ამის შესახებ ეროვნულ კრებაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” ხელმძღვანელმა ლილით მაკუნცმა, შეეხო რა თურქეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების თემას.
”თითოეული თანამდებობის პირის მისიაა ამ ორი მიდგომის ჰარმონიულად შერწყმა”, – აღნიშნა მან.
მაკუნცმა განაცხადა, რომ თურქეთთან მეგობრობის შესახებ კომენტარი არავის გაუკეთებია, ასეთი რამ არ თქმულა.
კითხვაზე, როგორი უნდა იყოს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები, მაკუნცმა უპასუხა. ”სულ მცირე ბოლო დრომდე, თურქეთმა ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს არამეგობრული ან, თუ გნებავთ, მტრული დამოკიდებულება სომხეთისა და სომეხი ხალხის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ თურქეთის მიდგომის გადახედვა, თუნდაც მცირე ნაბიჯებით, შეიძლება საფუძველი გახდეს სომხეთისთვის იფიქროს ურთიერთობების დამყარების შესახებ”.