მთავარიპოლიტიკა

მშვიდობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ: განცხადება

განცხადება, რომელსაც აქვეყნებს საქველმოქმედო ფონდი “შუში” მიმართულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების პრეზიდენტების  მაკრონის, პუტინის და ბაიდენისადმი.

აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიებმა, რომელთა შემადგენლობაშიც  შედიოდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან აყვანილი ტერორისტები  2020  წლის 27 სექტემბერს თავს დაესხნენ არცახის რესპუბლიკას ცივილიზებული სამყაროს თვალწინ. მიუხედავად იმისა, რომ თანათავმჯდომარე  ქვეყნების  ლიდერებმა თავიანთ წინა ერთობლივ განცხადებებში დაგმეს  ძალის გამოყენება, აზერბაიჯანმა და თურქეთმა მაინც მოახერხეს  ძალის გამოყენებით დაეპყროთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის ორი მესამედი, ჰადრუთის მთელი რაიონი, მარტუნი, ასკერანი და მარტაკერტის რაიონები,  აგრეთვე სტრატეგიული დასაყრდენი ციხე-ქალაქი შუში, თუმცა ის საკმაოდ შორს იყო ფრონტისაგან. ოკუპანტებმა ასევე გაასახლეს  შვიდი რაიონის მაცხოვრებლები სამი დღის განმავლობაში. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა ყველაფერი დაეტოვებინა. ამ რაიონების მაცხოვრებელთა უმეტესობა აზერბაიჯანიდან დევნილები იყვნენ, რომლებმაც თავშესაფარი ჰპოვეს არცახში.

 1988-1992 წლებშიც ასე მოხდა, სომხები იძულებით აჰყარეს  თავიანთი სახლებიდან სუმგაითში, განძაში (კიროვაბადში), ხანლარში, ჩრდილოეთ არცახში, არცახის რესპუბლიკის შაუმიანის რაიონში (გეტაშენის ქვერეგიონის ჩათვლით), აგრეთვე სომხურ დასახლებებში: დაშქესანში, შამხორსა და გეტაბეკში. 1992 წლის  10 აპრილს მარტაკერტის რაიონის სოფელ მარაღა-მარგუშავანში  აზერბაიჯანის არმიამ ჩაატარა გენოციდის ოპერაციები, სიცოცხლეს გამოასალმეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ამდენივე  მძევლებად  აიყვანეს, რომლებიც შემდეგ  წამებით მოკლეს. გენოციდს გაქცეული მარაღა-მარგუშავანის მაცხოვრებლებმა ახალი დასახლება დააარსეს მარტაკერტისა და აღდამის რაიონებს შორის, მაგრამ მეორედ მოხდა მათი გადასახლება  2020 წელს. ათასობით გასახლებულს დღემდე თავშესაფარი არ აქვთ და ოჯახებთან ერთად სოფელ-სოფელ დახეტიალობენ.

 პატივცემულო პრეზიდენტებო, არცახის  რესპუბლიკა არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რაც სულაც არ არის სამართლიანი. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 3000 წლის განმავლობაში, როდესაც სომხეთმა დაკარგა სახელმწიფოებრიობა სხვადასხვა პოლიტიკური ვითარების გამო, მისმა მე -12 პროვინციამ, არცახმა  თავის შიდა რესურსებზე დაყრდნობით, ათჯერ მოიპოვა სხვადასხვა სტატუსი ამა თუ იმ სახით მდ. მტკვარსა  და არაქსს შორის მისი პირადობის, ენის, კულტურისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით. იმისათვის, რომ ჩემი  სიტყვები უფრო დამაჯერებელი გახდეს, ამ განცხადებას თან ერთვის ჩემი წიგნი  “ყარაბაღის კონფლიქტის ათი ფესვი”, რომელიც ამის შესახებ ზუსტი ისტორიული წყაროების საშუალებით მოგვითხრობს.

სომეხი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის ასობით ძეგლი შემორჩა არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის დადივანკი (II ს.), გტიჩის მონასტერი(IX ს.), ეღიშე მოციქულის მონასტერი (IV ს.), წიწერნავანქი  (IV ს.), ეკლესიები, მთავართა სასახლეები, ისტორიული და არქიტექტურული შენობები, რაც უდაო მტკიცებულებაა სომეხი ხალხის ამ მხარეების მკვიდრობის შესახებ. უდავოა, რომ ისინი მთელი ცივილიზებული და ქრისტიანული სამყაროს კულტურული მემკვიდრეობაცაა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მათ აზერბაიჯანი ემუქრება განადგურებით, რომელიც ცდილობს გაანადგუროს სომხების კვალი ამ ტერიტორიებზე.

პრეზიდენტებო, დღეს ბევრს საუბრობენ ხალხთა შორის მშვიდობის აუცილებლობაზე და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე. ამასთან, მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ანუ აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალებისა და ტერორისტული ჯგუფების გაყვანის შემდეგ, როდესაც ნორმალური პირობები შეიქმნება განდევნილი სომხების დასაბრუნებლად საკუთარ  სახლებში. ერთი პირობა კიდევ: მთიანი ყარაბაღი არასოდეს ყოფილა და არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილი. ერთ – ერთი წინაპირობაა ციხესიმაგრე შუშის დაბრუნება არცახის ხელისუფლებისთვის.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანათა პატივცემულო პრეზიდენტებო, მე უნდა მივმართო თქვენს საღი აზროვნებას, რადგან თურქეთი და აზერბაიჯანი, როგორც ჩანს მათი ლიდერების, ერდოღანისა და ალიევის  მუქარის შემცველი  განცხადებებიდან, ეძებენ შესაძლებლობას კვლავ განაგრძნონ შეტევა არცახზე, არცახის საბოლოო დაპყრობით ისინი გზას გაიხსნიან მთიანი ალტაისა და ციმბირის აღმოსავლეთში გასასვლელად, რათა შესძლონ დიდი თურქული იმპერიის აღდგენა.   ვფიქრობ, ეს არ შეესაბამება არა თუ თქვენი ქვეყნების, სომხეთის, არცახის,  არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ინტერესებს.

ბაკურ კარაპეტიანი

პუბლიცისტი, მწერალი, მხატვარი, საქველმოქმედო ფონდ „შუშის“ თავმჯდომარე

ნახეთ მეტი
Back to top button