მთავარიპოლიტიკა

პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს

7 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ აცხადებს კრემლის პრესსამსახური.

”დაგეგმილია რუსეთ-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან და თანამშრომლობასთან  დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა, აგრეთვე ევრაზიის სივრცეში ინტეგრაციის გაერთიანებებში თანამშრომლობის პერსპექტივები”, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცევლებულ განცხადებაში.

მანამდე პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, აღნიშნა რა, რომ განხილული იქნება სომხეთს,რუსეთსა და  აზერბაიჯანს შორის სამმხრივი შეთანხმებების და სამმხრივი დოკუმენტის განხორციელების მიმდინარეობა, არეთვე ამიერკავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის, სომხეთში დაწყებული საარჩევვნო პროცესის,  რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button