პოლიტიკა

რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ბლოკით აპირებს. ტასი

სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი მიიღებს მონაწილეობას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, როგორც პარტიების ბლოკის ლიდერი. როგორც TASS იტყობინება, ამის შესახებ ქოჩარიანმა განაცხადა რუსეთის პირველ არხზე ვლადიმერ პოზნერთან ინტერვიუში.

”მე 10 წელი ვმართე ქვეყანა, მაგრამ ვარ უპარტიო. მე არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, როგორც პარტიების ბლოკის ხელმძღვანელი”, – აღნიშნა ქოჩარიანმა და დასძინა, რომ ბლოკში სავარაუდოდ ორი პარტია იქნება.

თუმცა, ქოჩარიანმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი პარტიები შექმნიან ალიანსს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ნახეთ მეტი
Back to top button