პოლიტიკა

რუსი სამშვიდობოები უკრძალავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და ორგანიზაციებს არცახში შესვლას

არცახში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები უკრძალავენ უცხოელ მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცახში  შესვლას.

რუსეთში მცხოვრებმა სომეხმა ჟურნალისტმა და 1aitv.ru- ს რედაქტორმა ნაირა ბაღდასარიანმა 17 მარტს წერილობით მიმართა  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია, თუ რა მიზეზით ეკრძალებათ უცხოელებს არცახში შესვლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის  მარია ზახაროვასადმი ადრესირებულ  წერილში ჟურნალისტი კითხვას სვამს:  ”არცახში  განლაგებული რუსი სამშვიდობოები უარს ეუბნებიან  არაერთ უცხო ქვეყნის მოქალაქესა  და ორგანიზაციის წარმომადგენელს არცახში შესვლაზე  და მიზეზად ასახელებენ  აზერბაიჯანის პოზიციებს. მათ შორის ვინც არცახში  შესვლაზე უარი მიიღეს არიან საქველმოქმედო ორგანიზაციები და ექიმები, რომლებსაც დღეს არცახში შესვლა  ძალიან ჭირდებათ. რა ეტაპზეა ამ პრობლემის მოგვარება“?

 ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ წერილობით უპასუხა:  ”მთიან ყარაბაღში სისხლისღვრა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეწყდა. სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის 2020 წლის 9 ნოემბერს და 11 იანვრის მოსკოვის სამიტზე მიღწეული შეთანხმება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შესახებ, რეგიონში ვითარების სტაბილიზაციის საფუძველია. სამშვიდობო ძალები, რომლებიც განლაგებულია კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფანში, უზრუნველყოფენ თავიანთი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარული მუშაობა რეგიონში მოთხოვნადია. მათი მუშაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სამშვიდობო ზონაში შესვლის წესი.. კერძოდ, ეს გულისხმობს, რომ რუსი სამშვიდობოების წინასწარ სათანადო ინფორმირებას ასეთი მოგზაურობის შესახებ. ამიტომ, თქვენი შეკითხვა  უპირველეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს ოფიციალური ერევნისა და ბაქოსადმი“.  

იმ ფიზიკურ პირებმა და ორგანიზაციებმა, ვინც არცახში  შესვლა სცადა, მაგრამ რუსმა სამშვიდობოებმა ნება არ დართეს, დამატებითი განცხადებით მიმართეს შესაბამის ორგანოებს რის შემდეგაც მათ შესვლის უფლება მიეცათ.

ნახეთ მეტი
Back to top button