მთავარიპოლიტიკა

ჯორჯ კენტი: პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო არჩევნები ჩაატარა სომხეთმა 2018 წელს

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მოითხოვონ იგივე გამჭვირვალე არჩევნები, როგორც 2018 წელს ჩატარებული იქნა  სომხეთში. ამის შესახებ აშშ- ს სახელმწიფო დეპარტამენტის   ევროპისა და ევრაზიის საქეებზე  ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილემ  ჯორჯ კენტმა   „ამერიკის ხმის“  თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. საუბრისას ბოლო საარჩევნო რეფორმაზე, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად არ შეასრულა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ”მკაფიო რეკომენდაციები” (OSCE / ODIHR).

„სომხეთმა, ქვეყანამ, რომელსაც ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ჰქონია სამართლიანი არჩევნები, 2018 წელს ჩაატარა არჩევნები, რომელიც  გახდა საუკეთესო პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუ სომხეთმა ახლა შეძლო ამის გაკეთება, მაშინ ეს საქართველომაც უნდა შესძლოს. მე მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჰკითხონ იმ ხალხს  ვინც არჩევნებს ატარებს, იმ ხალხის,  ვინც მათ აირჩიეს, თუ რატომ არ შეიძლება ისეთი არჩევნების ჩატარება, როგორც სომხეთმა შესძლო. თუ ეს ასე არ არის, ხალხს აქვს უფლება იკითხოს, ჰქონდა თუ არა მთავრობას განზრახვა არ ჩაეტარებინა ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესი”, – თქვა კენტმა.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ 2003 წლიდან საქართველო რჩება ლიდერი რეგიონში, მან ყველას აჩვენა თუ  “რა შეუძლია მიაღწიოს ქვეყანამ, თუ მას ნამდვილად სურს სისტემური რეფორმების გატარება”. კენტმა ასევე გაიხსენა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში. ამავდროულად, ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანა  ევროკავშირსა და ნატოს წევრი გახდეს – ახლა საქართველომ უნდა იმოქმედოს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრმა, ხოლო პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები, რომლებიც დაამტკიცებენ დემოკრატიული ნორმების დაცვას.

 „არ უნდა წამოიჭრას  კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. არ უნდა განხორციელდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ან ოპოზიციურ მედიაზე”, – განმარტა კენტმა. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი აშკარად საუბრობს იმაზე, თუ რას მოელიან ქართველი პოლიტიკოსებისგან იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა ოთხი თვის განმავლობაში პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება. ”ჩვენი მოლოდინები ნათელია – საქართველოს ხელმძღვანელობისგან სწორ ნაბიჯებს ველოდებით. ჩვენ ველით, რომ შეთანხმება შედგება და მოლაპარაკებები არ ჩატარდება ისე, რომ შეთანხმების ნაცვლად, კვლავ განხეთქილება მივიღოთ”, – დასძინა დიპლომატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button