აზერბაიჯანული მხარე ცდილობს თავის გასამართლებელი საფუძვლები უზრუნველყოს რატა არ დააბრუნოს მძევლობაში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირები. ამჯერად მან წამოაყენა საკითხი დანაღმული ტერიტორიების რუკის ვალიდურობის შესახებ, რასაც სომხეთის სს სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა ასეთი პასუხი გასცა:
„ რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და 2020 წლის 9 ნოემბრის დეკლარაციის დებულებების თანახმად აღებულ ვალდებულებებს სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის უკან დაბრნების შესახებ.
„ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის საპასუხოდ, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს გაამართლოს მისი ქცევა და იმიზეზებს დანაღმული ტერიტორიების რუკების სიყალბეს“, -თქვა ნაღდალიანმა.
ნაღდალიანმა შეახსენა, რომ მთელი კონფლიქტის დროს აზერბაიჯანულ მხარეს არა თუ შემოუთავაზებია თანამშრომლობა განაღმვითი ოპერაციებისას, არამედ ყველა ღონეს ხმარობდა სომხეთსა და არცახში განაღმვითი პროგრამების განხორციელების ჩაშლის მიზნით.
ნაღდალიანმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა თავი შეიკავონ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ამგვარი პრაქტიკისგან და აქტიური ნაბიჯებით იმოქმედონ 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც გულისხმობს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ განთავისუფლებას.