
ანკარამ უნდა შეცვალოს აგრესიული პოლიტიკა ერევნის მიმართ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “ინტერფაქსთან” ინტერვიუში განაცხადა.
ფაშინიანმა შეახსენა, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარი ცალმხრივად დახურა ოფიციალურმა ანკარამ ჯერ კიდევ 1993 წელს.
”სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას წინაპირობების გარეშე, მაგრამ ეს თავად თურქეთმა უარყო”, – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარას მტრულმა პოლიტიკამ ახალი იმპულსი მიიღო 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს.
„კერძოდ, თურქეთმა პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური დახმარება გაუწია აზერბაიჯანს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში უცხოელი მებრძოლების გადაყვანით. ამ კონტექსტში, თურქეთმა უნდა შეცვალოს აგრესიული პოლიტიკა სომხეთის მიმართ, რათა აღდგეს მდგრადი მშვიდობა და ეკონომიკური იმიჯი რეგიონში”, – თქვა ფაშინიანმა.