
სომხეთს რუსეთთან გრძელვადიანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სურვილი აქვს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში სამუსაო ვიზიტის წინ „ინტერფაქსთან” ინტერვიუში განაცხადა
”სომხეთი მოწოდებულია რუსეთის ფედერაციასთან ფართო, გრძელვადიანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის, რაც ორი ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებში შედის”, – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა და მოქმედებენ ჯარების ერთობლივი ჯგუფი (ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების თანახმად, ორი სომხურ-რუსული ჯგუფი), საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში, ორივე ქვეყანა არის კუხო-ს წევრი, აშკარაა, რომ სომხეთი ძალიან დაინტერესებულია რუსეთიდან სამხედრო ირაღის მოწოდებით, რათა ჰქონდეს რუსეთთან და კუხო-ს სხვა მოკავშირეებთან თავსებადი შეიარაღება და საბრძოლო მასალები.
მისივე თქმით, ერევანი დაინტერესებულია შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მომარაგებით სომხეთში იმავე კომპლექსურობით, როგორც ეს ხდება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.
კითხვაზე, აპირებს თუ არა სომხეთი რუსული იარაღის, კერძოდ, Su-30SM გამანადგურებლების შეძენას, სომხეთის პრემიერ მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.
„დადებითად ვპასუხობ, რადგან ისინი თანამედროვე მრავალფუნქციური მებრძოლები არიან, მათი შეძენა გათვალისწინებულია როგორც ჩვენი ორმხრივი ხელშეკრულების დოკუმენტებით, ასევე ეროვნული შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამითაც”, – თქვა ფაშინიანმა.