მთავარიპოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალისთვის აუცილებელია ახალი მუხტი

,,მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, სიუნიკი გადამწყვეტ როლს შეასრულებს ნებისმიერ რეგიონალურ განვითარებაში. და სიუნიკის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა რეგიონში ხმის უფლების ქონას. “სომხეთის რესპუბლიკა”- სთან ინტერვიუში ტრანსპორტის სფეროს შემსწავლელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვაჰე დავთიანი, განსაკუთრებით აღნიშნავს: ,,პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სომხეთის ეროვნული ინტერესი. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად უნდა გადაიხედოს 2020 წელს დამტკიცებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც, სხვათა შორის, თითქმის არაფერია ნათქვამი ეროვნული უსაფრთხოების ერთ – ერთ მთავარ საყრდენზე – ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე.

ვფიქრობ, ორი მეგაპროექტის შემოთავაზება შეიძლება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. პირველ რიგში, საჭიროა ახალი სტიმული მიეცეს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის მშენებლობას, რომ სომხეთი გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის მულტიმოდალური კავშირის უზრუნველსაყოფად. თუ ჩვენ გვსურს საკუთარი გეოეკონომიკური სუბიექტურობის დამკვიდრება, მხოლოდ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ ჩრდილოეთ-სამხრეთის განხორციელებამ შეიძლება მოგვცეს ეს შესაძლებლობა.

სომხეთის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ-სამხრეთის ელექტროენერგეტიკული დერეფნის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივ ნაკადებს ირანს, სომხეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს სომხეთს ელექტროენერგიის გატანის საშუალებას მისცემს გაცვლის სახით დერეფნის გარეთაც, სხვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე ელექტროენერგიის დეფიციტის მქონე ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში, როგორიცაა ერაყი, სირია და ა.შ.“.

ნახეთ მეტი
Back to top button