
ღვინოების მარკირების თემაზე წამოჭრილი დავა უკვე კარგა ხანია გრძელდება სომეხ და ქართველ მწარმოებლებს შორის. როგორც ჩანს სომხეთის ეკონომიკის მინისტრის არმან ხოჯოიანის „ფეისბუქის“ გვერდზე გაკეთებული ჩანაწერიდან, ეს სადაო საკითხი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გვარდება.
როგორც ბატონი არმან ხოჯოიანი წერს,
„საქართველოს დელეგაციის წევრებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას მისხალის, საფერავისა და რქაწითელის ჯიშებისაგან დამზადებული სომხური წარმოების ღვინოები მარკირების ფორმის მიუხედავად (გარდა ქართულ ენაზე მარკირებისა) შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიით გავიდეს გარე ბაზარზე.
რაც შეეხება „კახეთის“ ჯიშის ყურძენზე დამზადებული ღვინის საკითხს ჩვენ შევთანხმდით ორი მიდგომის განხილვაზე, მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე, რომელთა შესახებაც მე დაწვრილებით გაცნობებთ უახლოეს მომავალში”, – წერს იგი.