მთავარიპოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და სომხეთი მალე აღადგენენ სავაჭრო ბრუნვის მოცულობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემცირებული სავაჭრო ბრუნვა აღდგება.

,,დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ ამ მოცულობის აღდგენას, არამედ წინსვლას. ვხედავ, რომ უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს ორივე მხარესთან. თქვენ აქტიურად უჭერთ მხარს ამ კომისიის საქმიანობას. რუსეთის ვიცე პრემიერ მინისტრი რეგულარულად სტუმრობს ერევანს”, – როგორც იუწყება ”არმენპრესი” აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ომისშემდგომ ვითარებაში სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რის შედეგადაც, პუტინის თქმით, სომხეთი ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობას მიიღებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პუტინს მოსკოვში მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია დღის წესრიგის საკითხების განხილვისთვის.

,,ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ დღეს იქნება სრული დღის წესრიგი, მათ შორის სტრატეგიული საკითხების განხილვა. რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა მთიან ყარაბაღში გახდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორი”, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button