
რუსი სამშვიდობოების ყოფნა მთიან ყარაბაღში რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის შესახებ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
”იმედი მაქვს, თქვენთან ერთად განვიხილავ უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურას ჩვენს რეგიონში, მთიან ყარაბაღში, სომხეთში და ზოგადად ჩვენს რეგიონში.
დღეს განვიხილავთ გაერთიანებული ჯარების რუსეთ-სომხეთის ჯგუფის საქმიანობის რამდენიმე ნიუანსს. ჩვენ ასევე გვაქვს რეგიონალური საჰაერო თავდაცვის სისტემა. ასევე არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელთა გარკვევის იმედი მაქვს.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო თქვენი პირადი წვლილი რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციაში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, სამმხრივი განცხადების ხელმოწერის შემდეგ (ყარაბაღის შესახებ – რედ.). მაგრამ ამ კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი: სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებულების საკითხი. 9 ნოემბრის განცხადების თანახმად, ყველა სამხედრო ტყვე, მძევლები და სხვა დაკავებულები უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ჯერ კიდევ გვყავს დაკავებული. ძალზე მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე უთანხმოება არ გვაქვს. ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსაზრებების განხილვა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, რადგან საკითხი არ არის გადაჭრილი და ჩვენ უნდა განვიხილოთ იგი.
ასევე მსურს განვიხილო ეკონომიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებით სტრატეგიული ინვესტიციები. ამ კონტექსტში, დღეს მსურს განვიხილო სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა”, – თქვა მან.
ფაშინიანმა ასევე გამოთქვა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის დიდი პარტიის შეძენის იმედი , რამაც უკვე დაადასტურა მისი ეფექტურობა.