საზოგადოება

სასამართლოში 13 აპრილს გაგრძელდება ქრთამის აღების შესახებ ქოჩარიანის საქმე

სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიერ ქრთამის აღების შესახებ საქმის განხილვა 13 აპრილს 13:00 საათზე ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოში გაგრძელდება. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამ საქმით გადის 2008 წელს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გევორგიანიც.

სასამართლო საინფორმაციო სისტემის “დატალექსის”  თანახმად, რობერტ ქოჩარიანს ბრალი წარედგინა მასზედ, რომ მან გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა, ხელი შეუწყო რა შპს “თი ეს ეს სი სომხეთის” ერთადერთი მონაწილის და დირექტორის  სილვა ჰამბარძუმიანის სასარგებლოდ  მოქმედებების განხორციელებას, ანუ ამ კომპანიისთვის გაცემული წიაღისეულის სასარგებლო მადნეულის ექსპლუატაციის მიზნით შესწავლის სპეციალური ლიცენზიებით კომპანიის 100%-იანი წილის სრ-ში არარეზიდენტი კომპანიისთვის მიყიდვის გარიგებაში ხელშეუშლელობისათვის, 2008 წლის თებერვალსა და მაისში, სამველ მაირაპეტიანის დახმარებით, მიიღო განსაკუთრებით დიდი თანხა 927,000,000 სრ დრამის ექვივალენტური 3,000,000 აშშ დოლარის ქრთამი.

ხოლო არმენ გევორგიანმა, როგორც ოფიციალური პირმა, რომელიც მუდმივ ორგანიზაციულ და მენეჯერულ ფუნქციებს ასრულებდა სახელმწიფო ორგანოში, ხელი შეუწყო რა შპს “თი ეს ეს სი სომხეთის” ერთადერთი მონაწილის და დირექტორის  სილვა ჰამბარძუმიანის სასარგებლოდ  მოქმედებების განხორციელებას, ანუ ამ კომპანიისთვის გაცემული წიაღისეულის სასარგებლო მადნეულის ექსპლუატაციის მიზნით შესწავლის სპეციალური ლიცენზიებით კომპანიის 100%-იანი წილის სრ-ში არარეზიდენტი კომპანიისთვის მიყიდვის გარიგებაში ხელშეუშლელობისათვის, 2008 წლის აპრილში, სამველ მაირაპეტიანის დახმარებით, მისგან მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 309,000,000 სრ დრამის ექვივალენტური 1,000,000 აშშ დოლარის ქრთამი, და ამავე დროს, დამალა და დაამახინჯა რა ხსენებული თანხის რეალური ხასიათი და წარმოშობა, მან დააკანონა განსაკუთრებით დანაშაულებრივი გზით მიღებული დიდი რაოდენობით შემოსავალი.

ნახეთ მეტი
Back to top button