მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და პუტინმა ისაუბრეს სომხეთის მიერ ვაქცინა „Sputnik V“-ის შეძენაზე

მოსკოვში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთის მიერ Covid-19- ის წინააღმდეგ “Sputnik V” ვაქცინის შეძენას. გამოთქვა მზადყოფნა საკითხის სიღრმისეულად განხილვისა და საჭირო მოცულობის მომარაგების გადასაჭრელად. პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 8 აპრილს სომხეთი მიიღებს რუსული ვაქცინების პირველ პარტიას  – 15 ათას დოზას.

„ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, სიმბოლური პარტია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ დიდ პარტიას, რადგან მან გვიჩვენა  ეფექტურობა, საჭიროა სომხეთს ჰქონდეს მისი მიღების შესაძლებლობა.  აშკარაა, რომ რუსეთში ახლა დიდი მოთხოვნაა, ხვალ მივიღებთ 15,000 დოზას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთ მილიონზე მეტი დოზა”, – თქვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაქცინის წარმოება რუსეთში ახალი ძალებით ვითარდება.  „ჩვენ განვიხილავთ და მოვაგვარებთ ამ პრობლემას, არა რუსი მომხმარებლების, რუსეთის მოქალაქეების საზიანოდ. წარმოების მოცულობა აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას. ყველას არ სურს ერთდროულად ვაქცინაცია, მაგრამ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს აცრა, ამიტომ ახლა მოთხოვნა და წარმოების შესაძლებლობები არსებითად იგივეა. მიუხედავად ამისა  ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს“,- თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button