ეკონომიკამთავარი

ახალი შესაძლებლობები თუ ახალი რისკები? ეკონომისტები განბლოკვის პერსპექტივაზე

გუშინ მოსკოვში ფაშინიან-პუტინის შეხვედრაზე კვლავ განიხილეს სატრანსპორტო მარშრუტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის შესაძლებლობა.თუმცა,სომხეთის საშინაო პოლიტიკურ დისკურსში, თემისადმი მიდგომები ბუნდოვანია.

ბლოკადის შედეგად მოსალოდნელი პოზიტიური შედეგების გარდა, აშკარად ხაზგასმულია პოტენციური საფრთხეები და რისკები. ზოგიერთი ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ სომხეთის ეკონომიკა მზად უნდა იყოს განბლოკვის სცენარისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი  ვერ იქნება წარმატებული. თუმცა  სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ რისკები აღემატება შესაძლებლობებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების აღდგენა სომხეთს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ამ შესაძლებლობებისადმი მიდგომა სომხეთში ბუნდოვანია. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპით და ის, რომ გზები დაკეტილია, არ არის ბუნებრივი, ეს არანორმალური მოვლენაა, ამბობს ეკონომისტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი.

”წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ნებისმიერმა  ალტერნატივამ უპირატესობა უნდა შეგვიქმნას. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ შესაძლებლობის გამოყენება. ”

თუმცა, ეკონომისტებს შორის ღრმა შეშფოთება არსებობს. ეკონომისტი ვარდან ბოსტანჯიანი, განბლოკვის საკითხს ზოგადად სომხეთისთვის საშიშ გარიგებად მიიჩნევს.

„და ეს გარიგება ჯდება იმ ინსტრუქციაში, რომელიც დღეს მიიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეიძლება ჩემი მიდგომა და შეფასება სუბიექტურია, მაგრამ ყველა შემთხვევაში რუსეთმა, ჩემი აზრით, სომხეთის, რატომ არა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც შეძლო სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება შეუმჩნევლად  და დელიკატური ფორმით, რაც ადრე მისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა”.

სომხეთის დამსაქმებელთა კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი ასევე ფიქრობს, რომ განბლოკვის რისკები გაცილებით მეტია, ვიდრე დადებითი მხარეები.

”პრობლემები შეგვექმნება, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება ექსპანსიას დაუქვემდებაროს ჩვენი  ეკონომიკა, შიდა წარმოება. შეიძლება  სშიდა  ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს, რადგან ყველა სექტორი კონკურენტუნარიანი ვერ არის“.

ნახეთ მეტი
Back to top button