მთავარიპოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დამცველმა მიმართა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს აზერბაიჯანში მყოფი ტყვეების დაუყოვნებლივი დაბრუნების საკითხით

ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართა აზერბაიჯანში უკანონოდ მყოფი ყველა სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით.

წარმოდგენილი სპეციალური ანგარიში უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 2021 წ. 9 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მინისტრთა კომიტეტს საჯაროდ გამოუცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა არ ასრულებს ტყვეების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს და სასამართლოს აწვდის ზოგად და შეზღუდულ ინფორმაციას.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ანგარიში აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების საქციელი უხეშად არღვევს საერთაშორისო მოთხოვნებს ტყვეების “ტერორისტებად” ან “დივერსანტად” წარდგენით.

სომხური მხარის ყველა სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი მიმდინარე და გაგრძელებული შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, და ამიტომ ისინი ყველა სამხედრო ტყვეა, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და სამშობლოში დააბრუნონ, ყოველგვარი პოლიტიკური და სხვა წინაპირობების გარეშე.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს და პოლიტიზირებს პროცესს, უხეშად არღვევს პატიმრებისა და მათი ოჯახის უფლებებს, მათ ანიჭებს ტანჯვას და საზოგადოებაში დაძაბულობას ქმნის.

აბსოლუტურად განსასჯელია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ აქვეყნებს მათ ქვეყანაში სომხური მხარის უკანონოდ დატყვევებულთა რეალურ რაოდენობას. ისინი ორმაგ ტანჯვას აყენებენ უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, რადგან მათთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება და ეს იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლება მუდმივად უშლის ხელს გვამების ძებნისა და აღმოჩენის სამუშაოებს.

ამ საკითხების აბსოლუტური აქტუალობა ასევე გასათვალისწინებელია აზერბაიჯანში სახელმწიფო დონეზე ანტისომხური და მტრულად განწყობილი პოლიტიკის კონტექსტში.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი მიმართვა ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოთხოვნების დეტალურ ანალიზს, ასახავს ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ მაგალითებს და აყენებს პატიმართა დაუყოვნებლივი დაბრუნების მხარდაჭერის საკითხს.

ამ ყველაფერთან ერთად, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი კონკრეტულად აფიქსირებს, რომ სომხეთის სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან ერთად უზრუნველყონ სათანადო კომუნიკაცია, მიაწოდონ მათ ამომწურავი ინფორმაცია, იმოქმედონ სისტემატურად და ასევე ყურადღებით მოეკიდონ მათ საკუთარ სიტყვებს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი დაძაბულობა”.

ნახეთ მეტი
Back to top button