მთავარიპოლიტიკა

ლოს-ანჯელესის მერმა აშშ-ს პრეზიდენტს სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა

ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ ვიდეო-შეტყობინებით აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა.

„დროა სიმართლე ვთქვათ, დროა გავიხსენოთ ისტორიული ტრაგედია ისე, რომ იგი აღარასოდეს განმეორდეს. დროა ჩვენ ყველამ, პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად, მთელ მსოფლიოში ერთხმად განვაცხადოთ, რომ ვაღიარებთ სომხების გენოციდს”, – თქვა მან.

გარსეტიმ შეახსენა, რომ 1,5 მილიონი სომეხი მოკლეს და აშშ პრეზიდენტს მოუწოდა შეუერთდეს ხელმოწერების შეგროვების აქციას  დევიზით „დიახ, ეს გენოციდი იყო”.

ნახეთ მეტი
Back to top button