მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო სანქციების გამოყენებამ ბაქო უნდა აიძულოს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. არცახის ომბუდსმენი

ომის დროს და შემდეგ სომეხი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო ტყვეების მონაწილეობით გამოქვეყნებული ვიდეოების ყველაზე ზედაპირული გამოკვლევა  და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული პატიმრების არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გამოვლინებები საკმარისია ტყვეთა დაუყოვნებელი დაბრუნების დასადასტურებლად. ეს ნახსენებია არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის განცხადებაში.

”აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ საკითხის პოლიტიზირებამ და ხელოვნური დაბრკოლებების შექმნამ აჩვენა, რომ ქვეყანას არ ესმის ცივილიზებული მოწოდებები და მოთხოვნები და ამიერიდან ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანის მიმართ საერთაშორისო სანქციების გამოყენებამ ეს ქვეყანა იძულებული უნდა გახადოს შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები“,-ხაზგასმით აღნიშნა არცახის ომბუდსმენმა და დასძინა, რომ ამ ფონზე აზერბაიჯანის თეზისები სომხებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ ყალბი ნიღაბია, რომლითაც ხდება სომხების მიმართ სიძულვილით სავსე აზერბაიჯანული საზოგადოების რეალური მიზნებისა და გეგმების დამალვის მცდელობა.

ნახეთ მეტი
Back to top button