კულტურამთავარი

აღმოაჩინე დილიჯანი. “По серету всему свету” – ს გადამღები ჯგუფი სომხეთში იმყოფება

ტურიზმის კომიტეტი კიდევ ერთხელ მასპინძლობს სომხეთში ტელეკომპანია ,,როსია 1-ის“ ტურისტული პროგრამის “По секрету всему свету”-ს გადამღებ ჯგუფს. ამის შესახებ ვიგებთ კომიტეტის Facebook გვერდიდან.

”ამჯერად წამყვანი, ცნობილი რუსი მსახიობი მიხეილ ტარაბუკინი, გამოავლენს დილიჯანის მყუდრო კუთხეებს, ნიჭიერ და უნიკალურ ხალხს, სამზარეულოს, გოშავანქსა და გოშის ტბას, ლორის რაიონის სოფელ ფიალეტოვოს რუსი უძველვესი წეს-ჩვეულებებს”,-აღინიშნება კომიტეტის გვერდზე.

აღნიშნულია, რომ პროგრამა ასევე შეეხება არენის 1 მღვიმის ღვინის წარმოების კომპლექსს, რომელიც ამჟამად ყველაზე ძველია მსოფლიოში აღმოჩენილთა შორის.

”მიხეილი აღმოაჩენს უძველესი ტყავის ფეხსაცმლის ისტორიას, დაახლოებით 6000 წლის წინ და შემდეგ გაემართება შაქის ჩანჩქერთან, ქარაჰუნჯში, ჰინ ჰალიძორში, ,,ტა თევერ“-ით ტათევის მონასტერში, სადაც  რუს მაყურებელს სომხეთს უნიკალურად წარუდგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროგრამის გადაღებები გრძელდება. დაგეგმილია  მეორე რუსული ტელეარხით ტრანსლირება მაისში.

ნახეთ მეტი
Back to top button