მთავარიპოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დამცველი სპეციალურ განცხადებას ამზადებს ბაქოში გახსნილი “პარკის” გამოფენასთან დაკავშირებით

მზადდება სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის სპეციალური განცხადება აზერბაიჯანში გახსნილ ე.წ. “პარკში” არცახის ომთან დაკავშირებული გამოფენების შესახებ. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა.

”ამ მომენტში ჩვენ მხოლოდ ვაფიქსირებთ, რომ მომხდარი ადასტურებს იმას, რასაც ყოველთვის აცხადებს ადამიანის უფლებათა დამცველი. მშვიდობის სიყვარული ჩვენთვის უმაღლესი ფასეულობაა, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ თავს მოგვახვიონ აზერბაიჯანული ყალბი მშვიდობისმოყვარეობა. ეს უბრალოდ ნიღაბია. მომზადებულია მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

12 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოინახულა სომხური ჯავშანმანქანების ახლად გახსნილი პარკი ბაქოში ნადავლით აღებული ბოლოდროინდელი ყარაბაღის ომის შემდეგ. იგი მდებარეობს 5 ჰექტარ ფართობზე. პარკში გამოფენილია სომხური ჯავშანმანქანები, სომეხი ჯარისკაცების კუთვნილი ჩაფხუტები და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button