პოლიტიკა

დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედროების დედები კვლავ დახმარებას სთხოვენ ფაშინიანს

აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების დედები, რომლებიც არცახის  წინააღმდეგ ომში უგზო -უკვლოდ დაიკარგნენ,  დახმარებას სთხოვენ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. როგორც “ინფოტეკა 24”  იუწყება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დედებმა საპროტესტო აქცია გამართეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის შენობასთან.

დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა მოითხოვეს. ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დედამ აღნიშნა, რომ მათ ხუთი თვის განმავლობაში არ აქვთ ინფორმაცია შვილების ბედზე და სომხეთისგან დახმარებას ითხოვენ.

მან  დახმარება სთხოვა სომხეთის პრემიერ მინისტრს  ნიკოლ ფაშინიანს მათი შვილების პოვნაში, რადგან აზერბაიჯანში მათ თხოვნაზე არავითარი გამოხმაურება არ მიუღია.

ნახეთ მეტი
Back to top button