მთავარიპოლიტიკა

თურქეთი ნგრევის პირასაა, ჯერ არ ვიცით ვის ჩამოენგრევა თავზე და ვინ დარჩება ნანგრევების ქვეშ: ანალიტიკოსი

სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის,  24 აპრილის წინა დღეებში დებატები  კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც მიგვანიშნებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღიარებს სომხეთის გენოციდს, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს,  რომ  თანამედროვე თურქეთი აგებულია გენოციდის მსხვერპლთა მიწებსა და სისხლზე.

Lragir.am- მა ამ თემაზე ისაუბრა  „ამერიკის სომხეთის ყრილობის“   რეგიონალურ ანალიტიკოსთან  ალინ ოზინიანთან.

ანალიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ წელს ძალიან დიდი ალბათობაა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 აპრილის გზავნილში  გამოიყენებს სიტყვას “გენოციდი”.

მისი თქმით, აშშ-თურქეთის შორის უკმაყოფილება  ამჟამად საკმაოდ  საგრძნობია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს  სერიოზული ზიანი მიადგა, რაც არც ისე მოულოდნელი იყო, თუ გავიხსენებთ ბაიდენის განცხადებებს თურქეთის შესახებ ხელისუფლებაში მოსვლამდე.

„პრეზიდენტი ბაიდენი მოიხსენიებს  თურქეთს ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც დემოკრატიას შორდება.   ამ ეტაპზე, აშშ-სა და თურქეთს შორის მთავარი საკითხი არ არის ბაიდენის მიერ  სიტყვა  „გენოციდის” გამოყენება, არამედ თურქეთისგან რუსეთიდან შეძენილი სარაკეტო სისტემა S-400, რომელიც აშშ-ს აზრით, ნატოს წევრმა სახელმწიფომ არ უნდა განათავსოს მის ტერიტორიაზე.  ამასთან, აშშ-თურქეთის ურთიერთობებში მრავალი სხვა დაბრკოლებაც  არსებობს.

შეეხო რა ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ  თურქეთმა უნდა გადახედოს პოლიტიკას სომხეთის მიმართ, ალინ ოზინიანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა არა მხოლოდ უნდა გადახედოს, არამედ მკვეთრად შეცვალოს მტრული დამოკიდებულება სომხებისა და  სხვა სახელმწიფოებისა  მიმართ.

„ერდოღანს დღეს არ გააჩნია  გაწონასწორებული  საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მხოლოდ სომხების , ბერძნებისა და ქურთებთან მიმართ სიძულვილით სავსე  გამოსვლებით შეუძლია გააერთიანოს საკუთარი ამომრჩეველი. დღეს, ერდოღანი იძირება, სხვადასხვა ომებში მონაწილეობს, რომ არ ჩაიძიროს.  ჩვენი აზრით  თურქეთი მტრულადაა განწყობილი  მხოლოდ სომხეთისა და სომხების მიმართ, მაგრამ ეს ასე არ არის, ამჟამად თურქეთი აწარმოებს ომს სხვადასხვა ფრონტზე, ქურთისტანში, სირიაში, ლიბიასა და საკუთარ ქვეყანაში, იმ მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც  მას ხმას არ აძლევენ . თურქეთი ნგრევის პირასაა, ჯერ არ ვიცით ვის ჩამოენგრევა თავზე და  ვინ დარჩება ნანგრევების ქვეშ”, – დაასკვნა ანალიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button