მთავარიპოლიტიკა

მუშავდება პროგრამა ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად

არცახის  რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა მოიწვია შეხვედრა, სადაც განიხილა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ფიზიკური და იურიდიული პირების დახმარების პროგრამა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციის ცენტრალური დეპარტამენტი.

სახელმწიფო მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა გრიგორი მარტიროსიანმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა დახმარების პრინციპების პროექტი, რომელიც მოიცავს  სახელმწიფო ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, როცა პირმა დაკარგა უძრავი და მოძრავი ქონება.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ჰარუთიუნიანმა  ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მაცხოვრებლების ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და არცახის ეკონომიკის აღდგენის საქმეში. პრეზიდენტის დავალებით, შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც მოკლე დროში შეიმუშავებს დახმარების გაწევის პროცედურასა და მექანიზმებს, ფინანსური სახსრების გამოყოფას.

ნახეთ მეტი
Back to top button