მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანს შეუძლია ტყვეების დაბრუნება – ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატი ალექსეი სანდიკოვი

საიდუმლო არ არის, რომ რუსეთმა უდიდესი შუამავლის როლი შეასრულა კონფლიქტის ამ ეტაპზე და ტყვეების დაბრუნება ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” წევრმა ალექსეი სანდიკოვმა განაცხადა. როგორც მან თქვა, აზერბაიჯანი ქმნის დამატებით დაბრკოლებებს ამიტომაც ეს საკითხი გადაიდო.

„მე ვფიქრობ,  რომ ნიკოლ ფაშინიანს შეუძლია ტყვეების დაბრუნება.  რადგან  აქ სიტყვა ეხება არა თუ ერთ პიროვნებას, არამედ მთელს სახელმწიფოს. ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტული საკითხი კი –  ტყვეების დაბრუნებაა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთ ადამიანზე, არამედ მთელ სახელმწიფოზე. მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მეთაური  ვალდებულია გადაჭრას ეს პრობლემა“, – თქვა სანდიკოვმა.

მან აღნიშნა, რომ დღეს ფაშინიანი არის ქვეყნის მეთაური, მმართველი გუნდის ლიდერი  და  მას ყველა ენდობა.

ნახეთ მეტი
Back to top button