მთავარისაზოგადოება

სომხეთში მოლაპარაკებები მიმდინარეობს Sputnik V ვაქცინის ერთობლივი წარმოების ორგანიზებაზე

მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან Sputnik V ვაქცინის ერთობლივი წარმოების შესახებ.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა, უარყო რა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთმა უარი თქვა ერთობლივი წარმოების შესახებ რუსეთის შეთავაზებაზე.

”სომხეთს არაფერზე არ უთქვამს უარი. ჩვენი კოლეგები ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, სომხეთში მსგავსი წარმოების ორგანიზების მიზნით”, – აღნიშნა ავანესიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული, წარმოების და სხვა ინფრასტრუქტურის არსებობას. ”და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც აფასებენ ძალიან მნიშვნელოვანი ვაქცინის წარმოების პოტენციალს, დაინტერესდებიან ინვესტიციებით და ერთობლივი წარმოების გახსნით”, – აღნიშნა მინისტრმა.

დედაქალაქ ერევანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება 13 აპრილს, რეგიონებში – 14 აპრილიდან. სომხეთის რესპუბლიკამ შეიძინა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca ვაქცინის პირველი პარტია 24000 დოზით (COVID-19) COVAX FACILITY ინიციატივით. AstraZeneca ვაქცინა ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის. 8 აპრილის ღამეს, სომხეთში რუსული “Sputnik V” ვაქცინის პირველი პარტია შემოიტანეს – 15 ათასი დოზა. AstraZeneca– მ ვაქცინაციისთვის ასაკობრივი ზღვარი დაადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button