საზოგადოება

უახლოეს მომავალში ჩინეთიდან სომხეთში შემოიტანენ Covid-19 ვაქცინის პარტიას

სომხეთი გეგმავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Novavax შეძენას Covax პლატფორმის საშუალებით, გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვაქცინის იმპორტი ასევე განხორციელდება ჩინეთიდან. ამის შესახებ სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა ილაპარაკა Covax პლატფორმის საშუალებით მიღებული AstraZeneca ვაქცინის პირველ პარტიაზე.  ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვასწრებთ  Novavax ვაქცინის შეძენას,” – თქვა ავანესიანმა.

მინისტრის განცხადებით, კიდევ რამდენიმე შემოტავაზება  გვაქვს, რომლებიც განხილვის ეტაპზეა.  ”გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობისგან ასევე გვაქვს წინასწარი შეთანხმება ვაქცინის შესახებ, რომელიც სომხეთს უნდა გადაეცეს  და ის უახლოეს მომავალში შემოვა სომხეთში. ჩვენ გვექნება მთელი რიგი ვარიანტები, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა ავანესიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button