მთავარიპოლიტიკა

არასრულფასოვნების განუკურნებელი კომპლექსი: საერთაშორისო ჟურნალისტები ზიზღით გამოეხმაურნენ აზერბაიჯანში “ნადავლის პარკის” გახსნას

ბაქოში გახსნილი “ნადავლის პარკი” ადასტურებს არასრულფასოვნების განუკურნებელ კომპლექსს, რომლითაც ბარბაროსები იტანჯებიან. გვამებზე მოარული ალიევი,  წინაპრების ღირსეული ვაჟი, შეჩვეულია განადგურებას.  „ცივილიზებული  სამყარო” არ გამოეხმაურა  ბარბაროსობის იმ აღლუმს, მან მხოლოდ ზიზღით შეიკრა წარბები.

„მე თითქმის შეწყვიტე კომენტარი Twitter- ზე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხის შესახებ (ორივე მხარეს ძალიან ბევრია  ლინჩის წესით გასამართლების მომხრენი), მაგრამ ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. სროლა შეჩერებულია, მაგრამ იდეა  „გამარჯვების აღქმა  = სხვის დამცირებას“,   ჯერ კიდევ ცოცხალია”, – თქვა თომას დე ვაალმა.

„გასაკვირი არ არის, რომ უამრავმა  აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა ჩაიდინა  ომის დანაშაული.   გარყვნილების ეს ფორმა წახალისებულია და აღინიშნება სახელმწიფო დონეზე”, – თქვა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ლინდსი სნელმა.

„Times“-სა  და  „The Sunday Times“- ის მიმომხილველმა ალექს  მასიმ თავის გამოსვლაში მოიყვანა  ჯონ ბუქენენის  სიტყვები:  „თქვენ ფიქრობთ, რომ კედელი ისეთივე  მტკიცედ გამოჰყოფს ცივილიზაციას ბარბაროსობისგან როგორც მიწა? ჩემი აზრით ეს ორი არსი ერთმნეთისაგან  ძაფით არის გაყოფილი. ცოტას იქ  შეეხებით, ცოტას აქ ჩამოწევთ და   თქვენ დააბრუნებთ სატურნის ბატონობას“.

„აი, თუ როგორ გამოიყურებიან არა თუ ომში გამარჯვებულები, არამედ  სამხედრო დამნაშავეები. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ააშენა საკუთარი გასართობი პარკი ბაქოში – სომეხი ჯარისკაცების ჩაფხუტი, სანთლის თოჯინები სომხურ ფორმაში და მაღაზია.  გული მერევა“,  – თქვა გერმანელმა კინორეჟისორმა და უფლებადამცველმა დიუნეზ ტეკალმა.

„ომის დასრულებიდან ხუთი თვის შემდეგ, ალიევს კვლავ აცვია სამხედრო ფორმა, ხოლო აზერბაიჯანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ შერიგების მიმართულებით.  ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა დიდი სისულელეა  სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგებაზე  ფიქრი, სანამ ალიევი  ჯერ კიდევ  მთავრობის მეთაურია,

და, რა თქმა უნდა, ის ნელ-ნელა  უფრო გიჟდება. ალიევი აქ სომეხი სამხედროების ცვილის ფიგურებს ათვალიერებს”, – წერს Guardian- ისა და CNN- ის ჟურნალისტი ნილ ჰოუერი ტვიტერში.

ამასთან, ევროსაბჭოსა   და შეერთებული შტატებისგან  ამ სიგიჟეს რაიმე ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია.  ასევე გაუგებარია, თუ რა აზრის არის  მოსკოვი ამ პარკზე.

ნახეთ მეტი
Back to top button