
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი თბილისს ხვალ, 15 აპრილს ეწვევა. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის აპარატი.
ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური დახვედრის ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარგსიანი და სალომე ზურაბიშვილი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ პრესაში.
დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ოფიციალური ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა სომხურ ეკლესიას.