მთავარიპოლიტიკა

დეპუტატების აზრით, ბაქოში გახსნილი “პარკი” სრულიად საკაცობრიო ღირებულებებისათვის სილის გაწვნაა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრი ნაზელ ბაღდასიარიანი მიიჩნევს, რომ ბაქოში გახსნილი “პარკი”, სადაც გამოფენილია   ექსპონატები არცახის არმიის მეორე ომის თემაზე, არის სრულიად საკაცობრიო ღირებულებებისათვის სილის გაწვნა.  

ამის შესახებ ბაღდასარიანმა პარლამენტის 13 აპრილის სხდომის დროს განაცხადა.

”ეს არის არა მარტო კაცობრიობის, არამედ უნივერსალური ფასეულობებისათვის  სილის გაწვნა, რადგან მთელ მსოფლიოს აჩვენეს ანტი-სომხურიზმის მაღალი დონე, რაც აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამ პოლიტიკამ, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მიაღწია თავის უმაღლეს დონეს, ეს არის ჩვენი დაღუპულების  და  ტყვეების  შეურაცხყოფა. ამ საკითხში არ უნდა არსებობდეს პოლიტიკური შეხედულებები, მიდგომები, რადგან ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, დავანახოთ მსოფლიოს, რომ სომეხი კაცის ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას”, – თქვა ბაღდასარიანმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა გორ გორგიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბაქოში გახსნილი “პარკი” სომხების მიმართ სისტემური უკიდურესი სიძულვილის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

ნახეთ მეტი
Back to top button