მთავარიპოლიტიკა

თურქოლოგი ფსიქიატრის ანალიზის მასალად მიიჩნევს ალიევის განცხადებებს სომხეთის ტერიტორიის შესახებ

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებებში სერიოზული წინააღმდეგობებია, და ის ძლივს მალავს მისწრაფებებს სომხეთის ტერიტორიის მიმართ. “არმენსპრესთან” საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა თურქოლოგმა რუბენ მელქონიანმა, კომენტარი გაუკეთა რა ილჰამ ალიევის წინააღმდეგობრივ განცხადებებს აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში. იმავე სიტყვაში, ერთის მხრივ, მან თქვა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ, მეორეს მხრივ, ერევანი, სევანი და სიუნიკი აზერბაიჯანის ტერიტორიები იყო და ახალგაზრდობამ ეს უნდა იცოდეს.

”ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანის რეალური პოლიტიკაა სომხეთის სხვადასხვა კუთხის ხელყოფა. განცხადების მეორე ნაწილი წარმოადგენს სხვა სპეციალისტების, კერძოდ ფსიქიატრების ანალიზის საკითხს, თუ როგორ შეუძლია გამოაცხადოს თავისი ამბიციები ერევნის, სევანისა და სიუნიკის მიმართ და ასევე განაცხადოს, რომ მას არ აქვს პრეტენზია სომხეთის მიმართ”, – აღნიშნა მელქონიანმა.

თურქოლოგმა აღნიშნა, რომ ალიევმა არაერთხელ განაცხადა თავისი ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ, უფრო მეტიც, დედაქალაქ ერევნის მიმართ.

რუბენ მელქონიანი ასევე შეეხო ალიევის იმ განცხადებას, რომ 100 წლის წინ სევანის ტბას სხვა სახელი ჰქონდა. თურქოლოგმა ალიევს ურჩია, დაათვალიეროს ადრინდელი დროის რეგიონის რუქები და ნახოს აზერბაიჯანის სახელწოდებით სახელმწიფო ოდესმე საერთოდ არსებობდა ამ რეგიონში.

”ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ ჩვენს სამეზობლოში არის სახელმწიფო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან და 21-ე საუკუნეშიც კი ამ სახელმწიფოს აზროვნება და მოქმედების სტილი ემთხვევა პირველყოფილ წესწყობილებას და რაიმე რეგლამენტირებაში არ მყოფ ექსპანსიონისტურ მიდგომებს”, – დაასკვნა მელქონიანმა.

13 აპრილს ალიევი სიტყვით გამოვიდა “ახალი მზერა სამხრეთ კავკასიისკენ. განვითარება და თანამშრომლობა პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში” სახელწოდებით კონფერენციაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button