მთავარიპოლიტიკა

ომისადმი მიძღვნილი “ნადავლის პარკი” კიდევ ერთხელ ადასტურებს აზერბაიჯანის გენოციდურ პოლიტიკას სომხეთისა და არცახის მთელი მოსახლეობის მიმართ: ადამიანის უფლებათა დამცველი

ბაქოში ომისადმი მიძღვნილი “პარკის” გახსნა ადასტურებს რომ აზერბაიჯანში  ყვავის ანტისომხურიზმი  სახელმწიფო პროპაგანდის დონეზე. ამის შესახებ სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა.

“პარკში”  სომხეთის სამხედრო ტექნიკასთან ერთად, გამოფენილია სომხეთის შეიარაღებული ძალების  ჯარისკაცების სანთლის ფიგურებიც, რომლებიც წარმოდგენილნი არიან დამამცირებელი, აგდებული  ფორმით. ეს ხდება მაქსიმალურად ფართო საჯაროობის უზრუნველყოფით.

გამოქვეყნებული ვიდეორგოლებიდან და ფოტოებიდან აშკარად ჩანს, რომ გამოფენა გაკეთდა სომხეთისა და არცახის  მოქალაქეების  მიმართ სიძულვილის  გაღრმავების  და წახალისების მიზნით. გამოფენა მოწყობილია   ომის მსხვერპლთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ტყვეთა ხსოვნის საჯაროდ დასამცირებლად, მათი ოჯახის უფლებებისა და ღირსების შელახვის მიზნით.

სომეხი ტყვე ჯარისკაცების სანთლის ფიგურა აზერბაიჯანის „ნადავლის პარკიდან“.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ  “პარკში” ასევე წარმოადგინა   სომეხი ტყვეების ყოფის ამსახველი სცენები.  ეს ნაბიჯი განსაკუთრებით უნდა დაიგმოს იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანში კვლავ უკანონოდ იმყოფებიან სამხედრო ტყვეები, სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოთხოვნების უხეში დარღვევაა.

სომეხი ჯარისკაცის სანთლის ფიგურა ბაქოს „ნადავლის პარკიდან“.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იცის, რომ ეს მგრძნობიარე საკითხი ფსიქიკურ ტკივილს და ტანჯვას მიაყენებს უგზოუკვლოდ დაკარგულთა და ტყვეთა ოჯახებს,  ზოგადად სომხურ საზოგადოებას.

სომეხი დაჭრილი ჯარისკაცის სანთლის ფიგურა ბაქოს „ნადავლის პარკიდან“

ეს აბსოლუტურად მანკიერი ფენომენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ უნდა დავუშვათ და არ  გავბრუვდეთ აზერბაიჯანული მშვიდობით. ეს მხოლოდ საფარველია საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ეს  განცხადება  გადაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალური შენიშვნით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ეს ნაბიჯები იწვევს წამებას და სისასტიკეს,   არღვევს მშვიდობას და სოლიდარობას რეგიონში”, – ნათქვამია თათოიანის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button