მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ბაქოში, არცახის ომისადმი მიძღვნილი “ნადავლის პარკის” გახსნის შესახებ

12 აპრილს  აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობით, ბაქოში გაიხსნა “პარკი”, რომელიც ეძღვნება არცახის  ომს.  პარკში  სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკასთან ერთად  გამოფენილია სომხეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა სახეებიც (მანეკენები).  “პარკის” გახსნის ცერემონიაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლიდან ჩანს, რომ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს ომის მსხვერპლთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და პატიმართა უფლებებისა და ღირსების შელახვას,  მათი ოჯახების გამწარებას.

იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგები ჯერ კიდევ სრულად არ არის განხილული, როდესაც მრავალი სომეხი სამხედრო ტყვე მძევლად იმყოფება აზერბაიჯანში, გარდაცვლილთა გვამების ასეთი სახით  “დემონსტრაციის” ორგანიზებით, აზერბაიჯანი საბოლოოდ წარმოგვიდგენს მის პოზიციებს, როგორც  შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის მსოფლიო ცენტრი. აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ასეთი ანტიჰუმანური ქცევა უფრო მეტყველია, ვიდრე ნებისმიერი განცხადება ან პიარ-მოქმედება მშვიდობის, ტოლერანტობის, მულტიკულტურალიზმის შესახებ.

ერთი მხრივ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა აკეთებს შენიშვნას სომხეთის მხრიდან შესაძლო რევანშიზმის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, ასეთი დემონსტრაციით ცდილობს მოახდინოს რევანშიზმის, ანტიჰუმანურობისა  და ეთნიკური სიძულვილის მონუმენტალიზაცია. ასეთი ნაბიჯები აჩვენებს, თუ რამდენად დაშორებულია აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა პოსტკონფლიქტური ვითარების, რეგიონული მშვიდობისა და შერიგების შესახებ საკუთარი  განცხადებებისგან“.

ნახეთ მეტი
Back to top button