მთავარიპოლიტიკა

სომხეთი “განწირულია” რუსეთთან კავშირისათვის: პარტია „აყვავებული სომხეთი“

აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი მტრები არიან. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“  მდივანმა არმან აბოვიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის 13 აპრილის სხდომაზე, კომენტარი გააკეთა რა ბაქოში  პარკ  „ომის ნდავლის“  გახსნაზე, რამაც სომხურ საზოგადოებაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია.

დეპუტატის აზრით, დისკუსია იმის შესახებ, არიან თუ არა თურქეთი და აზერბაიჯანი მტრები, დასრულებული უნდა იყოს, რადგან პასუხი აშკარაა. „დიახ, ისინი მტრები არიან. ეს ნათლად და მკაფიოდ უნდა ითქვას., რაც არ უნდა შევეცადოთ  და ტოლერანტები ვიყოთ, პასუხი არ გავცეთ მათ ჩვენდამი სიძულილვილის გამოხატულებას, დიახ, სწორედ თვითონ  გვაძულებენ გვძულდნენ  ისინი.  ეს მათი ინსტინქტია, ისინი თვლიან, რომ სომხები სუსტები არიან. ისინი მხოლოდ მწვავე რეაგირებას აღიქვამენ”, – თქვა აბოვიანმა.

დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ”განწირულია” რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button